თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

პორტალი www.trainers.ge შეიქმნა პროექტის თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება ფარგლებში . აღნიშნული პროექტი განხორცილდა ქ.   თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების , სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განმახორციელებელი და მხარდამჭერი ორგანიზაციებია: „სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების   ქართული ასოციაცია “, CISV - საქართველო და  DVV International საქართველო.

პროექტის ფარგლებში 60 ტრენერს მიეცა ტრენინგების ორგანიზების და განხორციელებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

პორტალის www.trainers.ge შექმნის მიზანია: ზრდასრულთა, უწყვეტი და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. ტრენინგების განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და ტრენერების მხარდაჭერა ინფორმაცის ორგანიზებული გავრცელებით. პორტალი ასევე ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის ზრდას. პორტალი დამწყებ ტრენერებს ეხმარება განვითარებისა და თვითდასაქმების ხელშემწყობაში

პორტალის www.trainers.ge შექმნის მიზანია:

·       მუნიციპალიტეტის დონეზე ზრდასრულთა და უწყვეტი განათლების  ხელშეწყობა;

·       ინფორმაცის ორგანიზებული გავრცელებით ტრენინგ - სერვისების განმახორციელებელი და მიღების მსურველი ორგანიზაციების მობილიზება;

·       თბილისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ზრდასრულთათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის ზრდა;

·       დამწყები ტრენერებისთვის  განვითარებისა და თვითდასაქმების ხელშემწყობა.

პორტალზე www.trainers.ge დარეგისტრირება შეუძლია ყველა ტრენერს, რომელსაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გავლილი აქვს ტრენერთა ტრეინინგი.  

პორტალის ადმინისტრირებას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“.

პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili