თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

პროექტის „თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება“ პრეზენტაცია

26.12.2016

26 დეკემბერს თბილისში გაიმართა პროექტის პრეზენტაცია: თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება. პროექტის განმხორციელებელია სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია. პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით და DVV International Georgia-ს მხარდაჭერით. დამწრეებს მიესალმნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს ბატონმა გოგი ჩიქოვან მა და ქალბატონმა ლიკა კაციტაძემ. პროექტის დირექტორმა პავლე თვალიაშვილმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო პროექტის შინაარსი და დაგეგმილი საქმიანობები.

პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ მერიის საქალაქო სამსახურების თანამშრომლები, საგანმანათლებლო ორგანიზაციების; უნივერსიტეტების; საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე:„არაფორმალური განათლების სერვისების განვითარება დედაქალაქში“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ახლაგაზრდული და საგანმანათლებლო ორგანზიაციების ხელმძღვანელები. გამომსვლელთა კითხვებს უპასუხა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გოგი ჩიქოვანმა, მან დამსწრეებს გააცნო ის პრიორიტეტები, რაც აქვს საქალაქო სამსახურს არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით.

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili