თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

„თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში სერტიფიკატი 200-მდე ახალგაზრდას გადაეცა

13.07.2017

2017 წლის 13 ივლისს , . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ( ) იპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების “, არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში , ტრენინგ - კურსებში მონაწილე 200- მდე ახალგაზრდას სერტიფიკატი გადაეცა .

სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ : . თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი , თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი , . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე .

ტრენინგ-კურსების თემატიკა:  საჯარო გამოსვლა , დროის მართვა , გაყიდვები და ეფექტური კომუნიკაცია , მარკეტინგი და საზოგადოებასთან ურთიერთობა , პროექტების მართვა , კონფლიქტების მართვა , ლიდერობა და პიროვნული განვითარება .

არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგ-კურსებში მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობდა ელექტრონული აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე. თავდაპირველად ტრენინგ-კურსებში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა 500-მდე ახალგაზრდამ.  ტრენინგებზე დასწრებისა და აქტიური ჩართულობის საფუძველზე სერტიფიკატი გადაეცა 200-მდე ახალგაზრდას. 

 „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“, არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში განახლებულ ტრენინგ-კურსებს და საჯარო ლექციებს შესთავაზებს ახალგაზრდებს.

ღონისძიება გაიმართა „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili