თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

ახალგაზრდული პორტალის პრეზენტაცია

07.12.2017
2017 წლის 5 დეკემბერს გაიმართა ახალგაზრდული პორტალის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ა(ა)ი.პ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ ინიციატივით და შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ. 
პორტალის ძირითადი ფუნქციაა ახალგაზრდების გაერთიანება ერთ სივრცე ში, დედაქალაქში არსებულ ახალგაზრდულ სერვისებსა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროექტებში ჩართულობის უზრუნველყოფა, მოხილისეობრივი საქმიანობის მართვა.
პორტალი ითვალისწინებს მოხალისეობრივი საქმიანობის საათობრივ თვლას საქმიანობის სფეროების მიხედვით და ასახვას სისტემაში, ასევე მასპინძელი ორგანიზაციების მუშაობის შეფასებას მოხალისეთა მხრიდან და მათი რეიტინგების თვლას. პორტალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ახალგაზრდული ინიციატივების მართვა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებს შეუძლიათ ონლაინ სივრცეში გაერთიანდნენ საერთო იდეების გარშემო, დაგეგმონ მათთვის საინტერესო აქტივობები, შესთავაზონ თანატოლებს და მათი შეფასებების საფუძველზე განახორციელონ თბილისის მერიის მხარდაჭერით. 
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პორტალის მუშაობის პრინციპი, ადგილზე განხორციელდა მსურველების დარეგისტრირება და ინფორმაციის მიწოდება სამომავლო გეგმებისა და საქმიანობის შესახებ. 
პორტალზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ შემდეგ ბმულს:  https:// youth.municipal.gov.ge/
« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili