თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

გაიუმჯობესე ინგლისური ენის ცოდნა სწრაფად და მარტივად!

18.09.2017

„თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“ საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია AIESEC - საქართველოსთან ერთად 2017 წელს უკვე მეორედ იწყებს პროექტს - „BELingual“. პროექტი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
   პ არტნიორები:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
 პროექტის მიზანია, დაეხმაროს თბილისში მცხოვრებ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს, ინგლისური ენის სასაუბრო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, ასევე უცხოელ ახალგაზრდებთან ახლო ურთიერთობების დამყარებაში.
პროექტის ფარგლებში „აისეკ საქართველოს“ ორგანიზებით საქართველოში ჩამოვა 20 უცხოელი ახალგაზრდა მოხალისე-ტრენერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებთან გაუძღვებიან სასწავლო პროცესს 3 თვის განმავლობაში.
მონაწილეები შეირჩევიან სააპლიკაციო ფორმის შევსების, შემდეგ ეტაპზე კი, გასაუბრების საფუძველზე. საგაკვეთილო სემინარები ჩატარდება 9 ოქტომბრიდან 25 დეკემბრამდე კვირაში სამი დღით.(ხანგრძლივობა 2 სთ).
 პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის პროცესი 20 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, სასწავლო კურსი კი 9 ოქტომბრიდან დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცემათ.

  პროექტში მონაწილეობა უფასოა.

   დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
georgia@aiesec.net 
სალომე: 598 68 62 67
დოდო: 593 28 30 92

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili