თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

შეხვედრა ახალგაზრდებთან სამგორის რაიონის გამგეობაში

26.02.2018

2018 წლის 26 თებერვალს 18:00 სთ.-ზე ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ( ) თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ინიციატივით სამგორის რაიონის გამგეობაში (მოსკოვის პროსპექტი N14) ადგილობრივ ახალგაზრდებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.

თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ   ახალგაზრდებს გააცნო ცენტრის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამები, ელექტრონულ სერვისები.    შეხვედრა იყო ინტერაქტიული ხასიათის, ახალგაზრდების მხრიდან დასმული იყო არაერთი შეკითხვა: არაფორმალურ განათლებაზე, ზამთრის და ზაფხულის სკოლებზე, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, თავისუფალი დროის სწორად მართვაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესთან და ახალგაზრდულ პორტალთან დაკავშირებით. 

რაიონულ გამგეობებში ახალგაზრდებთან შეხვედრა გრძელდება, 6 მარტს 16:00 სთ.-ზე შეხვერდა გაიმართება დიდუბის გამგეობაში (მისამართი: რობაქიძის გამზირი N 2) .

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია!

 

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili