თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

შეხვედრა ახალგაზრდებთან დიდუბის რაიონის გამგეობაში

06.03.2018

2018 წლის 6 მარტს 16:00 სთ.-ზე ქ . თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ( ) თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ინიციატივით დიდუბის რაიონის გამგეობაში ადგილობრივ ახალგაზრდებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.

თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ   ახალგაზრდებს გააცნო ცენტრის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამები, ელექტრონულ სერვისები.    შეხვედრა იყო ინტერაქტიული ხასიათის, ახალგაზრდების მხრიდან დასმული იყო არაერთი შეკითხვა: არაფორმალურ განათლებაზე, ზამთრის და ზაფხულის სკოლებზე, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, თავისუფალი დროის სწორად მართვაზე, ცხოვრების ჯანსაღ წესთან და ახალგაზრდულ პორტალთან დაკავშირებით.

ახალგაზრდებთან შეხვედრა გრძელდება, 13 მარტს 14:00 სთ.-ზე შეხვედრა გაიმართება „გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში“ (მისამართი: სამღერეთის N 5)

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია!

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili