თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

განახლებულ ტრენინგ-კურსებზე ახალგაზრდების რეგისტრაცია იწყება

20.04.2018

განახლებულ ტრენინგ-კურსებზე ახალგაზრდების რეგისტრაცია იწყება

მიმდინარე წლის 10 მაისიდან „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“ არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში იწყებს ტრენინგ-კურსებს, შემდეგი მიმართულებით:
 პროექტების მართვა;
 ლიდერობა;
 დროის მენეჯმენტი;
 პიროვნული განვითარება;
 საჯარო გამოსვლა;
 კონფლიქტების მართვა;
 მეწარმეობა და ინოვაცია.
ტრენინგ-კურსების თემატიკის შერჩევა, მოხდა კვლევის საფუძველზე, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მიერ განხორციელდა ტრენინგების საჭიროებათა კვლევა ახალგაზრდებში სადაც 300-მდე ახალგაზრდამ მიიიღო მონაწილეობა, აღნიშნული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ახალგაზრდებისთვის საჭირო და საინტერესო ტრენინგ-კურსები.
დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ერთდროულად რამდენიმე კურსზე.
ტრენინგები სრულად ფინანსდება „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ მიერ და მსურველთათვის მონაწილეობა უფასოა!
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ტრენინგებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება 18-დან 25-წლამდე ახალგაზრდებს. მსურველები შეირჩევიან სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე.
აღნიშნული ტრენინგები ჩატარდება 10 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ აპლიკაცია არაუგვიანეს 30 აპრილისა.
საკონტაქტო პირი: დოდო ჭუმბურიძე არაფორმალური განათლების პროგრამებისა და ტრენინგ ცენტრის მენეჯერი 593 283092

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili