თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

ტრენინგი „კონფლიქტების მართვა“

10.05.2018

2018 წლის 8-9 მაისს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგი თემაზე:  „კონფლიქტების მართვა“. ტრენინგ-კურსი ინტერაქტიული ხასიათის იყო, თეორიულ მასალასთან ერთად მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს.

ტრენინგებს უძღვებოდნენ თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი www. trainers.ge-ს ტრენერები: ლია ნარიმანიძე და სალომე მაყაშვილი.

არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ტრენინგ-კურსები შემუშავდა ახალგაზრდების საჭიროებათა კვლევის საფუძველზე. აღნიშნული პროგრამის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა ცოდნის გაღრმავებასა და უნარ - ჩვევების გაუმჯობესებაში .

ტრენინგ-კურსებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის უფასოა!
« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili