თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

ტრენინგი თემაზე „მეწარმეობა და ინოვაცია“

14.06.2018

  2018 წლის 12 და 13 ივნისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგი თემაზე:  „მეწარმეობა და ინოვაცია“. ტრენინგებს უძღვებოდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სექტორული განვითარების მენეჯერი,  თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის   www.trainers.ge            ტრენერი ნანა ცერცვაძე.

არაფორმალური განათლების პროგრამის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ-კურსი ინტერაქტიული ხასიათისაა, თეორიულ მასალასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს.

განახლებული ტრენინგ-კურსები შემუშავდა ახალგაზრდების საჭიროებათა კვლევის საფუძველზე.

ტრენინგ-კურსებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის უფასოა!

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili