თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

ტრენინგი თემაზე „დროის მართვა“

21.06.2018

2018 წლის 19 და 20 ივნისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა  ტრენინგი თემაზე:  „დროის მართვა“.

ტრენინგებს უძღვებოდა თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის www. trainers.ge ტრენერი: დოდო ჭუმბურიძე

არაფორმალური განათლების პროგრამის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ-კურსი ინტერაქტიული ხასიათისაა, თეორიულ მასალასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს.

განახლებული ტრენინგ-კურსები შემუშავდა ახალგაზრდების საჭიროებათა კვლევის საფუძველზე.

ტრენინგ-კურსებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის უფასოა!

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili