თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

ტრენინგ-კურსებში მონაწილე 120 ახალგაზრდას სერტიფიკატი გადაეცა

23.07.2018
2018 წლის 19 ივლისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“, არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში, ტრენინგ-კურსებში მონაწილე 120 ახალგაზრდას სერტიფიკატები გადაეცა. 
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ცინაძე,  ქ. თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ქ. თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგ-კურსებში მონაწილეთა შერჩევა მიმდინარეობდა ელექტრონული აპლიკაციის საფუძველზე. თავდაპირველად ტრენინგ-კურსებში მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა 500-მდე ახალგაზრდამ. ტრენინგებზე დასწრებისა და აქტიური ჩართულობის საფუძველზე სერტიფიკატი გადაეცა 120 ახალგაზრდას. 
ტრენინგ-კურსების თემატიკა შემუშავდა ახალგაზრდების საჭიროებათა კვლევის საფუძველზე. ტრენინგ-კურსების თემატიკა იყო შემდეგი: საჯარო გამოსვლა, დროის მართვა, პროექტების მართვა, კონფლიქტების მართვა, ლიდერობა, პიროვნული განვითარება, მეწარმეობა და ინოვაცია.
ტრენინგებს უძღვებოდნენ თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერთა პორტალის www.trainers.ge სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებიც არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობდნენ მოხალისეობრივ საწყისებზე.
სამომავლოდ ცენტრი არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში გეგმავს ტრენინგების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით.
« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili