თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

პროექტ Belingual-ის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

04.07.2019
2019 წლის 1 ივლისს, დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერითა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარებული პროექტ Belingual-ის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. 
პროექტი მარტიდან ხორციელდება და მასში ჩართულები იყვნენ ახალგაზრდა მოხალისე-ტრენერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის მიზანია, დაეხმაროს თბილისში მცხოვრებ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ინგლისური ენის სასაუბრო უნარ-ჩვევების გ აუმჯობესებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, უცხოელ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის დამყარებაში; ასევე, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებასა და ახალი უნარების სწავლების მიმართულებით. პროექტის პარტნიორია სტუდენტთა საერთაშორისო საზოგადოება „აისეკ-საქართველო“. პროექტში მონაწილეობა მიიღო 250-მდე ახალგაზრდამ, რომელთა შერჩევა აპლიკაციის და გასაუბრების საფუძველზე განხორციელდა.
« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili