თბილისში ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალი
სიახლეები

UPGRADE: Increasing Capacity of Participatory Youth Work

13.05.2019

,თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“ პარტნიორ ორგანიზაციებთან - ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“, შვედური ორგანიზაცია „KEKS“, ესტონური ორგანიზაცია „Shokkin Group“, ესტონური ახალგაზრდული ცენტრი „Kesklina“, პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია „The European Institute of Outsourcing Foundation“ და ხარკოვის არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიური ახალგაზრდებისთვის “STELLA" - თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებას უწევს პროექტს „UPGRADE: Increasing Capacity of Participatory Youth  Work“. პროექტი დაფინანსებულია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
2019 წლის 5-12 მაისს, თბილისში მიმდინარეობს პროექტის ერთ-ერთი ეტაპი: ტრენინგ კურსი, რომლის მიზანია, ახალგაზრდა მუშაკების ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდული სამუშაოს სირთულეების და გამოწვევების შესახებ, მათი კომპეტენციების ზრდა და გრძელვადიან პერსპექტივაში პარტნიორ ქვეყნებში არსებული ახალგაზრდული ცენტრების გაძლიერება და განვითარება.

ტრენინგში მონაწილეობს 29 ახალგაზრდული მუშაკი საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან და შვედეთიდან.  

მონაწილეები გაეცნობიან პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილებას ახალგაზრდული სამუშაოს სფეროში და ასევე, ეწვევიან თბილისში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებს.

« უკან
პორტალი შეიქმნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით




ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება“





პროექტის განმახორციელებელი: „სიქა- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“



„DVV International საქართველო“





CISV-საქართველო“

Website Created By: Tea Kharitonashvili